85 წლის ასაკში ჩვენი გუნდის ლეგენდა - ვლადიმერ ბარქაია გარდაიცვალა.
დინამო თბილისი სამძიმარს უცხადებს ვლადიმერ ბარქაიას ოჯახს, ახლობლებს და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს.
სიომა ბარქაია 1957-1967 წლებში ასპარეზობდა დინამოში. 297 ჩატარებულ შეხვედრაში ბარქაიამ 108-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. იყო სსრკ-ს 1964 წლის ჩემპიონი, ორგზის პრიზიორი 1959 და 1962 წლებში. 1964 წელს მეორე ნომრად დაასახელეს საუკეთესო 33 ფეხბურთელში. სსრკ-ს ნაკრებში ჩაატარა 2 მატჩი (დანიის და ბრაზილიის წინააღმდეგ) და გაიტანა 2 გოლი. 1967-1969 წლებში იყო დინამო თბილისის მწვრთნელი.