დღეს დინამო არენაზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამო თბილისმა დინამო ბათუმს უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ პირველ ეროვნული ლიგის ისტორიაში დღევანდელ შეხვედრაზე VAR-ის ჯგუფი მუშაობდა. მასპინძლები კი თამაშზე გიორგი ჭიაბრიშვილმა გამოიყვანა.
შეხვედრა თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს, სტუმრები კი გათვლას უფრო კონტრშეტევაზე აკეთებდნენ. მე-20 წუთისთვის ორივე გუნდმ ორი სახიფათო მომენტი გაცვალა. ჯერ უსმანე კამარას ტექნიკური თამაში და დარტყმული აცდა კარს, საპასუხოდ კი ჯოვინო ფლამარიონის დარტყმული ბურთი ზევიდან გადაცდა თბილისელთა კარს. ტაიმის შუაში თამაშმა მოედნის ცენტრში გადაინაცვლა. 35-ე წუთზე ნიკა მალი ამწვავებდა შეხვედრას, ძლიერადაც გაისროლა, თუმცა ოდნავ არაზუსტად. შეხვედრის ერთი საათის თავზე გუნდებმ ორი საგოლე მომენტი გაცვალეს. ჯერ ლუკა კუტალაძემ მოიგერია უძლიერესი დარტყმული, შემდეგ კი დავით სხირტლაძემ მცირედით ააცილა მიხეილ ალავიძის კარს. მომდევნო შეტევაში უსმანე კამარას მართებდა ანგარშის გახსნა, მაგრამ არაზუსტად ითამაშა. დინამოელთა შეტევებმა შედეგი 68-ე წუთზე გამოიღო. ნიკა მალი მარჯვენა ფრთაზე გაიჭრა, საჯარიმოში ჩააწოდა იქ კი ყველას დავით სხირტლაძემ დაასწრო და ზუსტი თავურით გახსნა ანგარიში. 79-ე წუთზე მსაჯმა პირველად გამოიყენა VAR სისტემა და ბარნს ოსეის წითელი ბარათი უჩვენა. მსაჯმა შეხვედრას 7 წუთი დაამატა, თუმცა აღარაფერი შეცვლილა. თბილისელებმა მოიგეს და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცნენ.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 ოქტომბერს გამართავს. დინამოელები საქართველოს თასის ¼ ფინალში გორის დილას უმასპინძლებენ.
მატჩის ოქმი და შემადგენლობა
ფოტოამბავი