• Geo
  • Eng
11.06.2013
დინამოელები ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგნენ

დინამოელები ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგნენ. დღეს დინამოელები დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ორჯერ ივარჯიშებენ. დილით გამართულ წვრთნაში 15 ფეხბურთელი: თორნიკე ზარქუა, ლევან ტყეშელაშვილი, გივი კვარაცხელია, გიორგი სეთურიძე, გიორგი შაშიაშვილი, გიორგი გველესიანი, ლევან ხმალაძე, გიორგი მერებაშვილი, ჯაბა დვალი, გიორგი პაპავა, ჯაბა ჯიღაური, ლაშა შინდაგორიძე, ოთარ კაკაბაძე, სანდრო გურეშიძე და გიორგი მიქაბერიძე მონაწილეობდა. მიკრო–ტრავმა აქვს და არ უვარჯიშია დავით ხოჭოლავას. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები გიორგი ლორია და ირაკლი ძარია გუნდს 14 ივნისს შეუერთდებიან, ისევე როგორც ჩისკო. მიკელ ალვარო, უსტარიცი და პეტერ გრაიციარი გუნდთან ერთად ვარჯიშს ხვალიდან შეუდგებიან. მოგვიანებით შეუერთდება გუნდს დარკო გლიშიჩი, რომელიც მაკედონიის ნაკრებთან ერთად იმყოფება და დღეს ნოვეგიელებთან სათამაშოდ ემზადება.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024