• Geo
  • Eng
10.06.2013
დინამოელები სამედიცინო შემოწმებას გადიან

დღეს დინამოელებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ბაზასთან არსებულ კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიარეს.

 

მერაბ ვარძუკაშვილი (დინამო თბილისის მთავარი ექიმი) – თუ კი ლეგიონერებს არ ჩავთვლით, სამედცინო შემოწმება ფაქტობრივად ყველა ფეხბურთელმა გაიარა. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი სამედიცინო შემოწმება ფეხბურთელებმა წარმატებით გაიარეს.

 

გიორგი მერებაშვილი – მაქსიმალურად შევეცადე, რომ მოკლე დროში ამენაზღაურებინა ის ენერგია, რომელიც სეზონის მსვლელობისას დავხარჯე. ახალი სეზონითვის სამზადისს ახალი შემართებითა და მიზნები ვიწყებთ – ახლა ჩვენი სტიმული ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებული გამოსვლაა. კარგი განწყობით ვიწყებს სეზონისთვის სამზადისს და დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველ გულშემატკივარს დიდი ხნის ნატვრას ავუსრულებთ და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშებთ.

ლევან ხმალაძე – განვლილი სეზონის წინ დასახული მიზანი შესრულებულია. ჩემპიონები გავხდით და თასიც მოვიგეთ. რთული და დამღლელი სეზონის შემდეგ, კარგადაც დავისვენეთ. ახლა კი ყველანი იმაზე ვფიქრობთ, რომ კარგად წარმოვაჩინოთ ჩვენი გუნდი ევროასპარეზზე. ჩვენი მიზანი ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა, კარგი იქნება თუ კი ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე ვითამაშებთ, თუმცა არც ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას მივიჩენ წარუმატებლობად.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024