• Geo
  • Eng
15.06.2013
დინამოს აკადემიის U-13 გუნდი მესამე ადგილზე გავიდა

აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირზე მყოფმა დინამოს აკადემიის U-13 გუნდმა გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულა. მოზარდმა დინამოელებმა ბაქოს ალინჯას დიდი ანგარიშით – 4:0 სძლიეს. ტურნირის ბომბარდირი, სამი გატანილი გოლით, დინამოელი დარცმელია გახდა. გათამაშების ყველაზე ტექნიკურ ფეხბურთელად კი ასევე დინამოელი, კვარაცხელია დასახელდა.

 

დინამო U-13 4:0 ალინჯა U-13

გოლები: 1:0 ჩიხლაძე, 2:0 დარცმელია, 3:0 ბაბუნაძე, 4:0 დარცმელია

 

დინამო U-13: მამარდაშვილი (ბულისკირია), გაბელაია, ხარშილაძე ბექა (დოლიძე), ხარაბაძე, ჯიჭონაია, მექვაბიშვილი (მამფორია), საღირაშვილი, მოისწრაფიშვილი (დავითაშვილი), ხარშილაძე გიორგი, კვარაცხელია (დარცმელია), ციხლაძე (ბაბუნაძე)

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024