დინამოელები მომავალი სეზონისთვის მზადება დაიწყეს. დღეს, დუშან უჰრინის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. ჩვენმა გუნდმა დინამო არენაზე სომხეთის ჩემპიონს, შირაქ გიუმრის უმასპინძლა. ამხანაგური შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა.
დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა, მატჩის მეშვიდე წუთზე გახსნეს, გოლი ისმაელ ფოფანა ბეკომ გაიტანა. დაპირისპირების 64–ე წუთზე კი ანგარიში გიორგი პაპავამ გაათანაბრა, რომელმაც შორი მანძილიდან იშვიათი სილამაზის გოლი გაიტანა.
დინამო თბილისი 1:1 შირაქი გიუმრი
გოლები:
0:1 ბეკო 7’
1:1 პაპავა 64’
დინამო: ზარქუა, ხმალაძე (პაპავა 46’), კვარაცხელია (შაშიაშვილი 46’), სეთურიძე (ხურცილავა 46’), მერებაშვილი (გრიგალაშვილი 46’), ჩისკო (ხოჭოლავა 68’), დვალი (მიქაბერიძე 46’), შიდნაგორიძე (ლექვთაძე 33’), უსტარიცი (გველესიანი 64’), გრაიციარი, პროკურორი
შირაქი: ჰარუთინიანი, ჰოვანესიანი, კიერე (მარიკიანი 71’), კადიო, დავოიანი, დიპი, დავთიანი (პანოსიანი 62’), მურადიანი, ოგუტუ, ბეკო (ბარიკიანი 53’)