• Geo
  • Eng
21.06.2013
მარცხი კიევის დინამოსთან

ავსტრიაში მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა დინამოელებმა პირველი სპარინგ შეხვედრა კიევის დინამოსთან გამართეს. შეხვედრა ორმხრივ შეტევებში წარიმართა და სახიფათო მომენტები როგორც ერთი, ისე მეორე გუნდის კართან ხშირად იქმნებოდა. ანგარიში მატჩის დებიუტში უკრაინელმა ფეხბურთელებმა გახსნეს, გოლი არტიომ კრავეცმა გაიტანა. ანგარიშში წონასწორობის გათანაბრება დინამოელებს მალევე, შეხვედრის 20–ე წუთზე შეეძლოთ. კიევის დინამოს მეკარემ, მაქსიმ კოვალმა მცველის უკან დაბრუნებული ბურთი ხელებში დააფიქსირა და მსაჯმა თავისუფალი საჯარიმო დარტყმა დანიშნა. ჩვენმა ფეხბურთელებმა სტანდარტი სწრაფად გაითამაშეს, თუმცა დამასრულებელ ფაზაში უკრაინელმა ფეხბურთელებმა ბურთის კუთხურზე მოგერიება მოახერხეს. თბილისელმა ფეხბურთელებმა რამდენიმე ხელსაყრელი ეპიზოდი ვერ გამოიყენეს, განსაკუთრებით აღსანიშნავია შეტევის მარცხენა ფლანგიდან 64–ე წუთზე განხორციელებული იერიში. ბურთს სათანადოდ ვერ მისწვდა ჯაბა დვალი, რომელსაც შეტევის გოლით დასრულება და ანგარიშში წონასწორობის აღდგენა შეეძლო. დუშან უჰრინის გუნდი პირველ სპარინგში მინიმალური ანგარიშით – 0:1 დამარცხდა.

დინამო თბილისი 0:1 დინამო კიევი

გოლი: კრავეცი 7’

 

 

დინამო თბილისი: ლორია, ძარია (გლიშიჩი 83’), კვარაცხელია (გველესიანი 80’), მერებაშვილი, პაპავა, ჩისკო (შინდაგორიძე 68’), მერებაშვილი, გრაიციარი (ლექვთაძე 62’), ხურცილავა, კვირკველია, შაშიაშვილი

 

დინამო კიევი: კოვალი (შოვკოვსკი 46’), მაკარენკო, სილვა, ლულკა, სიდორჩუკი, ბუიალსკი (კალიტვინცევი 68’), ალიევი (ბერტოლო 46’), კალიტვინცევი (ადმირი 46’), ცურიკოვი (ალიევი 74’), კრავეცი, ბოგდანოვი

 

გაფრთხილება: მეჰმედი, ბოგდანოვი, კალიტვინცევი

 

მატჩის სტატისტიკა

4

კარში დარტყმები

8

2

კარს მიღმა დარტყმები

5

4

კუთხურები

5

2

თამაშგარე

2

18

დარღვევები

13

0

ყვითელი ბარათები

3

0

წითელი ბარათები

0

 

მოსამზადებელ ეტაპზე დინამოელები მორიგ სპარინგს 23 ივნისს, უკრაინის ჩემპიონთან, დონეცკის შატართან გამართავენ.

 

დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს, დუშან უჰრინს კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

 

დუშან უჰრინი – ავსტრიულ შეკრებაზე საინტერესო შეხვედრების ჩატარება მოგვიწევს. მათ შორის გახლდათ დღევანდელი მატჩიც. ოთხი კარგი მომენტი გვქონდა და გატანა გვმართებდა. პირველი ტაიმით უკმაყოფილო ვარ, მოედნის ცენტრალურ ზონაში სუსტად ვითამაშეთ. მეორე ნახევარი უკეთესი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე პრინციპში კამყოფილი ვარ.

 

დღევანდელ შეხვედრას, ჩვენი გუნდის პრეზიდენტი, ბატონი რომან ფიფია ესწრებოდა.

მიხეილ ჯიშკარიანის  და ყოფილმა თანაკლუბელების, სერგეი რებროვმა და ალექსანდრ შოვკოვსკიმ და კიევის დინამოს სტაფის წარომადგენლების გულთბილი შეხვედრა

მიხეილ ჯიშკარიანის  და ყოფილი თანაკლუბელების, სერგეი რებროვის და ალექსანდრ შოვკოვსკის და კიევის დინამოს სტაფის წარომადგენლების გულთბილი შეხვედრა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024