• Geo
  • Eng
27.06.2013
გიორგი პაპავა - მოგება ორივე გუნდს შეეძლო

ისევე როგორც ავსტრიული შეკრების პირველ შეხვედრაში კიევის დინამოსთან, ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ ჩვენი გუნდის ახალგაზრდა საყრდენი ნახევარმცველი გიორგი პაპავა, რომელიც ახლახანს დასრულებულ შეხვედრაზე თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

 

– მატჩის წინ რა დავალებები მოგცა უჰრინმა?

 

– მითხრა რომ მეტოქე ხისტი გუნდია. ძალისმიერ ფეხბურთზე აკეთებენ აქცენტს და მომაზადა იმისათვის, რომ მოედნის ცენტრში მეც დიდი ბრძოლა მომიწევდა. ჩვენი ამოცანა იყო ბურთის მოედნის ცენტრში დაჭერა. საერთო ჯამში ვფიქრობ ორივე გუნდს შეეძლო მოგება.

 

– კიევის დინამოსთან ჩატარებულ და დღევანდელი შეხვედრის შედარებას გთხოვდით...

 

– კიევთან შეკრების პირველი თამაში იყო და შეთამაშება გვაკლდა. იქ უფრო ვეწყობოდით ერთმანეთს. თამაშიდან თამაშამდე გავაუმჯობესებთ ურთიერთგაგებას მოედანზე. Oორივე მოწინააღმდეგე დაახლოვებით თანაბარი ძალის გუნდია. რუმინელები უფრო ძალიესმიერ თამაშს ანიჭებენ უპირატესობას, კიეველები კი ტაქტიკურად ძალიან გამართულ ფეხბურთს თამაშობენ. ეს სპარინგები ძალიან გვეხმარება. გამოცდილებას გვმატებს და საკუთარ პლიუს-მინუსებსაც ადვილად ვამჩნევთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024