• Geo
  • Eng
27.06.2013
თორნიკე ზარქუა - თანაბარი ბრძოლა იყო

ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა დინამოელებმა დღეს მორიგი სპარინგი რუმინულ კლუჟთან ჩაატარეს. კირხდორფში გამართული შეხვედრის მეორე ნახევარში ჩვენი გუნდის კარს თორნიკე ზარქუა იცავდა, რომელსაც მატჩის დასრულების შემდეგ გავესაუბრეთ.

 

თორნიკე ზარქუა - არ ვნერვიულობდი. ვფიქრობ, დამაჯერებლობა არ მაკლდა.

- ერთ-ერთ ეპიზოდში ტკივილმა შეგაწუხა და დახმარება ითხოვე, ხომ არაფერია სერიოზული?

 

- არაფერი განსაკუთრებული. ბურთზე ვერ ავხტი, ცოტა უხერხული მოძრაობის გაკეთება მომიწია და ფეხი ცუდად დავდგი. სერიოზული არაფერი, ტკივილი აღარ მაწუხებს.

 

- საინტერსო თამაში გამოვიდა, საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავდა...

 

- კარგი გუნდია, განვლილ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშეს. ჩემი აზრით თანაბარი ბრძოლა იყო. ცოტა ზედემტად ხისტიც. შედეგი ლოგიკური იყო.

 

- შეკრებაზე და სპარინგებზე რას გვეტყვი?

 

კარგი პირობებია. ძალიან ძლიერ გუნდებთან გვიწევს თამაში. ყველაფერია იმისათვის, რომ ოფიციალურ შეხვედრებში სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024