ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე მყოფმა დინამოელებმა დღეს რიგით მესამე სპარინგ შეხვედრა გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მონაწილესთან – რუმინულ კლუჟთან გამართეს. დღევანდელი სპარინგის შესახებ კომენტარის გაკეთება ჩვენი გუნდის ესპანელ მცველს, უსტარიცს ვთხოვეთ.
უსტარიცი - წინა სპარინგების მსგავსად ეს თამაშიც საინტერესო გამოდგა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გოლი არ გავუშვით. ეს საკუთარი ძალების რწმენას და დამაჯერებლობას გვმატებს. კარის აღების შანსი მეტოქესაც ჰქონდა და ჩვენც. საერთოდ ძალიან კარგი შეკრება გვაქვს. მშვენიერი ადგილი და ფანტასტიური ამინდია. აქაური კლიმატი დაღლილობის შეგრძნებას გვიმსუბუქებს. ჩემი აზრით, ძალიან მნიშნელოვანია ისიც, რომ ყველანი ერთად, დიდი ოჯახივით ვართ. ეს ურთიერთობები გუნდს კიდევ უფრო კრავს და ყველაფერი ეს აუცილებლად მოედანზეც გადავა და შედეგზეც იმოქმედებს.