დღეს აკადემის ბაზაზე მიკოლაივის სპორტული სკოლის ფეხბურთელებსა და ჩვენი სკოლის ფეხბურთელებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.
ჩვენი უკრაინელი სტუმრები სწორედ აკადემიის ბაზაზე ცხოვრობენ და 29 დეკემბრამდე კიდევ სხვა აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას.
- ეს ბიჭები ჩვენთან 10 დღის განმავლობაში დარჩებიან. ვუზრუნველყოფთ საცხოვრებლით, საკვებით და სპორტული აქტივობებით ყოველდღიურად. ამ პროგრამის მთავარი მიზანია მათ რეაბილიტაციაში დავეხმაროთ - ლევან გვანცელაძე, დინამოს აკადემიის დირექტორი.
- მადლობა მინდა გადაგიხადოთ თბილი დახვედრისთვის. ჩვენ ფრონტის ხაზიდან ჩამოვედით, აქ კი მხოლოდ დადებითი ემოციები გვაქვს და ბიჭებს ეს ჰაერივით სჭირდებოდათ - ანატოლი შევჩენკო, მწვრთნელი.
ფოტოამბავი