• Geo
  • Eng
29.06.2013
ავსტრიული შეკრების მეოთხე სპარინგ მეტოქე – კრასნოდარი

ავსტრიული შეკრების ბოლო, რიგით მეოთხე სპარინგს დინამოელები ხვალ, რუსული პრემიერლიგის წარმომადგენელთან –  საფეხბურთო კლუბ კრასნოდართან გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების ტექსტური რეპორტაჟის ხილვა ჩვენი კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდზე შეგეძლებათ.

 

კრასნოდარის საფეხბურთო კლუბის ოფიციალურად 2008 წლის 22 თებერვალს დაარსდა. კლუბის ფერები მწვანე ძირითადად შავ–თეთრ და მწვანე ფერებშია გადაწყვეტილი. გუნდი საშინაო შეხვედრებს სტადიონ ყუბანზე მართავს, რომელიც 35 200 მაყურებელს იტევს. ჩვენმა მომავალმა სპარინგ მეტოქემ ასპარეზობა რუსეთის მეორე დივიზიონში დაიწყო, პრემიერლიგისკენ მიმავალაი გზა ძალიან სწრაფად განვლო და დაარსებიდან სამი წლის თავზე  რუსეთის საფეხბურთო ელიტაში თამაშის უფლებაც მოიპოვა.

 

კრასნოდარის მთავარი მწვრთნელის პოსტს 2010 წლიდან დღემდე, 60 წლის სერბი სპეციალისტი, წარსულში წარამატებული ფეხბურთელი – სლავოლიუბ მუსლინი იკავებს. სწორედ მის სახელთან არის კრასნოდარის წარმატება დაკავშირებული. სლავოლიუბ მუსლინის თავკაცობით კრასნოდარმა პირველივე სეზონში მოიპოვა პრემიერლიგაში თამაშის უფლება და ელიტარული ლიგის დებიუტანტმა გუნდმა სატურნირო ცხრილში მეცხრე საფეხური დაიკავა.

 

ჩვენი მომავალი სპარინგ მეტოქის საუკეთესო ბომბარდირი იური მოვსესიანია, რომელსაც მეტოქეთა კარი კრასნოდარის მაისურით 23–ჯერ აქვს აღებული. ვლადიმერ ტატარჩუკს კლუბის არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტ – 115 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

 

მეორე ავსტრიული შეკრების პირველი სპარინგში რუსული კლუბი პრაღის სლავიას დაუპირისპირდა და ორბურთიანი სხვაობით – 3:5 დამარცხდა. კრასნოდარის შემადგენლობიდან ჩეხური გუნდის კარში ორი ბურთი ბრაზილიელმა ვანდერსომა გაიტანა, ერთი კი მისმა თანამემამულე ჟოაზინიომ – თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმიდან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024