• Geo
  • Eng
06.07.2013
ვარჯიში და პრესკონფერენცია დინამო არენაზე

ხვალ, 7 ივლისს, დინამო არენაზე საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიამრთება, რომელშიც ერთმანეთს დინამო თბილისი და დინამო მოსკოვი დაუპირისპირდება. მოსკოველმა თანაკლუბელებმა 19:00 საათზე დინამო არენაზე ივარჯიშეს, 20:00 საათზე სტადიონის მედია დარბაზში მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართა.

 

დან პეტრესკუ – ხვალინდელი მატჩი ისევე როგორც ჩვენთვის, მეტოქისთვისაც ძალზედ მნიშვნელოვანი თამაშია. ვიცით, რომ ხვალ ძალიან კარგი თამაში იქნება. ჩემს სამშობლოში დინამო ბუქარესტი დიდი ტრადიციების მქონე გუნდია და ვიცი, ზუსტად ასეთივე ისტორიისა და ტრადიციების გუნდია დინამო თბილისიც.

 

ანტონ შუნინი – პირველ რიგში დინამოელებს ქვეყნის ჩემპიონობას მივულოცავ. აქ პირველად ვარ და ასეთი კარგი სტადიონი, მოედნის საფარი, რუსეთშიც კი იშვიათია. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ძალიან კარგი თამაში იქნება.

 

დუშან უჰრინი – დან პეტრესკუ ერთ–ერთი საუკეთესო რუმინელი მწვრთნელია. მას, როგორც მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელს ადრეც შევხვდრივარ. რაც შეეხება ხვალინდელ ამხანაგურ დაპირსპირებას, შეიძლება ითქვას, რომ კარგ თამაშს ველოდები. ხვალინდელი მატჩის შემდეგ ჩვენთვის ის რთული გზა იწყება, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ჰქვია. დინამო მოსკოვთან შეხვედრა ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგის თამაშამდე გამართული რეპეტიცია იქნება. შევეცდებით ჩვენც კარგი თამაში ვაჩვენოთ და სათანადოდ დავუხვდეთ მეტოქეს.

 

გიორგი ლორია – პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო მეტოქე გუნდის მეკარეს მოლოცვისთვის. ხვალ კარგი თამაში იქნება. დინამო მოსკოვი ძლიერი გუნდია და ჩვენი მხრიდან კარგი თამაშის ჩვენებას ვეცდებით. მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური შეხვედრაა მინდორზე მოსაგებად გავალთ, თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ ამხანაგურმა თამაშმა ტრავმების გარეშე ჩაიაროს, ვინაიდან ჩვენ ჩემპიონთა ლიგისთვის ვემზადებით – დინამო მოსკოვი კი რუსეთის ჩემპიონატს იწყებს, შესაბამისად ტრავმების დრო არ არის.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024