• Geo
  • Eng
30.10.2013
დუშან უჰრინის მატჩისშემდგომი კომენტარი

დინამო არენაზე გამართული საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრის – დინამო 6:0 კოლხეთი ხობის დასრულების შემდეგ, დინამოელთა მთავარ მწვრთნელს, დუშან უჰრინის კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდისთვის კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

 

დუშან უჰრინი – დღევანდელ მატჩში რამდენიმე ფეხბურთელს, რომელთაც ხშირი სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, თავის გამოჩენის საშუალება მივეცით. იქიდან გამომდინარე, რომ პირველი თამაში დიდი ანგარიშით გვქონდა მოგებული, საპასუხო მატჩი რუსთავის მეტალურგთან შეხვედრამდე ერთგვარ მოსამზადებელ ხასიათს ატარებდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024