• Geo
  • Eng
29.10.2013
დინამოსა და ხობის კოლხეთის შეხვედრას გიორგი ყრუაშვილი განსჯის

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრას დინამო თბილისაა და ხობის კოლხეთს შორის გიორგი ყრუაშვილი განსჯის. გვერდითი მსაჯის ფუნქციებს ალექსანდრე ჟივიძე და კობა სადილიანი შეასრულებენ. მეოთხე მსაჯი კი ბაქარ ნინუა იქნება.

ჩვენი გუნდის თამაში გიორგი ყრუაშვილმა უკანასკნელად მიმდინარე ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრა – დინამო 3:0 ზუგდიდი იმსაჯა. აღნიშნულ მატჩსი გიორგი ყრუაშვილმა ფეხბურთელებს სამი ყვითელი ბარათი უჩვენა.

ბოლო შეხვედრა, რომელიც გიორგი ყრუაშვილმა იმსაჯა საქართველოს მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში გამართული ივერიონი 1:1 არაგვი არის. გიორგი ყრუაშვილმა ხსენებულ მატჩში მხოლოდ სტუმართა ფეხბურთელი გააფრთხილა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ყრუაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გიორგი ყრუაშვილი

დაბადების თარიღი: 1986 წლის 29 მაისი

===========================================

უმაღლესი ლიგა 9 თამაში / 24 ყვითელი / 2 წითელი / 0 პენალტი


პირველი ლიგა 18 თამაში / 42 ყვითელი / 8 წითელი / 3 პენალტი

საქართველოს თასი –  5 თამაში / 9 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

საქართველოს თასი 1 თამაში / 1 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024