გიორგი კუცია კარიერას ლიეპაიაში გააგრძელებს. 23 წლის ნახევარმცველი ლატვიურ გუნდში ერთწლიანი იჯარით იასპარეზებს.
გიორგი კუცია დინამოს აკადემიის აღზრდილია და ჩვენი კლუბის ძირითადი გუნდის მაისურით 118 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამ პერიოდის განმავლობაში ნახევარმცველმა ექვსი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.
დინამოს გარდა, გიორგი კუცია განათხოვრების წესით 2019 წლის სეზონის განმავლობაში გორის დილას ღირსებას იცავდა, ხოლო 2022 წლის ნახევარი სეზონი ჩრ. მაკედონიურ რაბოტნიჩკიში გაატარა.
ფოტო (c) facebook.com/FKLiepaja