• Geo
  • Eng
18.07.2013
ირაკლი ძარიას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა დინამო არენაზე ფარერის კუნძულების ჩემპიონთან – ებ/სტრეიმურთან გამართა და დიდი ანგარიშით – 6:1 იმარჯვა. დაპირისპირების მეთვრამეტე წუთზე ჩვენი გუნდის ნახევარმცველი, ირაკლი ძარია დაშავდა და მის ნაცვლად თამაშში ელგუჯა გრიგალაშვილი ჩაერთო.

 

მერაბ ვარძუკაშვილი – ირაკლი ძარიას სამედიცინო გამოკვლევები მედი ქლაბ ჯორჯიაში ჩაუტარდა. დეტალური კვლევის შემდეგ გაირკვა, რომ ირაკლის კანჭის ტყუპი კუნთის ნაწილობრივი დაზიანება აქვს. დღეს, ფეხბურთელმა მკურნალობა დაიწყო და დაახლოებით 3–4 კვირა გაუცდება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024