• Geo
  • Eng
21.07.2013
დინამო ფარერებზე ხვალ გაემგზავრება

23 ივლისს, დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას ტორსჰავნში ებ/სტრეიმურის წინააღმდეგ გამართავს. ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის, დუშან უჰრინის გადაწყვეტილებით, ფარერის კუნძულებზე შემდეგი 18 ფეხბურთელი გაემგზავრება:

 

მეკარეები: გიორგი ლორია, თორნიკე ზარქუა

მცველები: გივი კვარაცხელია, დარკო გლიშიჩი, გიორგი სეთურიძე, უსტარიცი, დავით კვირკველია,  დავით ხურცილავა, გიორგი გველესიანი

ნახევარმცველები: ლევან ხმალაძე, ირაკლი ლექვთაძე, გიორგი მერებაშვილი, გიორგი პაპავა, ელგუჯა გრიგალაშვილი

თავდამსხმელები: ჩისკო, ჯაბა დვალი, დავით ხოჭოლავა, პატრიკ ვუო

 

დინამოელები ფარერებზე 22 ივლისს ჩარტერული რეისით გაემგზავრებიან და სასტუმრო Hotel Føroyar–ში დაბინავდებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024