23 ივლისს დინამოელები ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო შეხვედრას სტუმრად, ტორსჰავნში, ებ/სტრეიმურის წინააღმდეგ გამართავს. დინამო თბილისს 23 ივლისს ისტორიაში 4 შეხვედრა აქვს გამართული, 1 თბილისში, 3 კი – სტუმრად. დინამოელებმა 23 ივლისს პირველად 1996 წელს ითამაშეს. ჩვენი გუნდი სტუმრად გრევენმახერს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ – 2:2 დასრულდა. გოლები კიკნაძემ და კერძევაძემ გაიტანეს. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 1997 წელს ჩვენმა გუნდმა ჩრდილოეთ ირლანდიაში კრუსაიდერსი ორბურთიანი სხვაობით – 3:1 დაამარცხა. გოლები კიკნაძემ, გოგიჩაიშვილმა და მუჯირმა გაიტანეს. 2003 წლის 23 ივლისს დინამოელები ალბანურ ტირანასთან – 0:3 დამარცხდნენ. თბილისელმა ფეხბურთელებმა 23 ივლისს ბოლო მატჩი 2009 წელს, დინამო არენაზე გამართეს. ჩვენმა გუნდმა ლიეპაიას მეტალურგსს 3:1 მოუგო. ლატვიური გუნდის კარი ორჯერ აიღო გიორგი მერებაშვილმა, ერთი გოლი კი გურამ კაშიას ანგარიშზეა.
23. 07. 1996
გრევენმახერი 2:2 დინამო
გოლები: კიკნაძე, კერძევაძე
23. 07. 1997
კრუსაიდერსი 1:3 დინამო
გოლები: კიკნაძე, გოგიჩაიშვილი, მუჯირი
23. 07. 2003
ტირანა 3:0 დინამო
23. 07. 2009
დინამო 3:1 მეტალურგი ლიეპაია
გოლები: მერებაშვილი (2), გ. კაშია – რაფაისკისი