დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს სტუმრად, ფარერის კუნძულებზე, ებ/სტრეიმურის წინააღმდეგ გამართავს. დღეს, ჩვენი გუნდი თბილისიდან ჩარტერული რეისით დილის 9:00 საათზე გაფრინდა და რვა საათიანი ფრენის შემდეგ ტორსჰავნს ეწვია. დინამოელები სასტუმრო Hotel Føroyar–ში დაბინავდა. დუშან უჰრინის შეგირდები მატჩისწინა ვარჯიშს ადგილობრივი დროით 19:00 გამართავენ.