• Geo
  • Eng
01.11.2013
დინამო VS მეტალურგი – ურთიერთშეხვედრები

კვირას, 3 ნოემბერს, ჩვენი გუნდი უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრას რუსთავში, ადგილობრივი მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება ფოლადის სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება.

 

ეროვნულ ჩემპიონატში დინამოელები რუსთავულ გუნდს 46–ჯერ დაუპირისპირდნენ. ურთიერთშეხვედრების ისტორიას თუ გადავხედავთ, დედაქალაქელთა უპირატესობა საგრძნობია – 29 მოგება, 9 ფრე და 8 მარცხი, ბურთების შეფარდება 94:37 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. 1993 წლის 3 ივნისს დინამოელებმა თბილისში, რუსთავის გორდას გამანადგურებელი ანგარიშით 12:4 სძლიეს. დაპირისპირების სერიის ყველაზე პოპულარული ანგარიში კი 2:0 არის, მატჩის ბოლოს მსგავსი რეზულტატი 7–ჯერ დაფიქსირდა და შვიდივეჯერ დინამოს სასარგებლოდ.

 

ეროვნულ ჩემპიონატში დინამოსა და მეტალურგის უკანასკნელი დაპირისპირება გასული სეზონის პირველი ეტაპის მეთორმეტე ტურში შედგა. 2012 წლის 31 ოქტომბერს დინამო არენაზე ჩვენმა გუნდმა მეტოქე მშრალი ანგარიშით – 3:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში რუსთაველთა კარში თითო გოლი ჯაბა დვალმა და გივი კვარაცხელიამ გაიტანეს, რუსთაველთა მცველმა, ალექსანდრე ინწკირველმა კი საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024