• Geo
  • Eng
05.01.2023
მურთაზ ხურცილავა - 80

დინამო თბილისის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მცველს - მურთაზ ხურცილავას დღეს 80 წელი შეუსრულდა. მურთაზ ხურცილავა 15 წლის (1961-1975  წლები) მანძილზე იცავდა ლურჯ-თეთრი გუნდის ღირსებას. ჩაატარა 371 მატჩი და მეტოქეთა კარში გაიტანა 21 გოლი. სსრკ- ს ჩემპიონატების 5 გზის მესამე პრიზიორი 1962, 1967, 1969, 1971 და 1972 წლებში. 10- ჯერ იქნა დასახელებული 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის. სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი. იყო ჩვენი გუნდის და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი. სსრკ–ს ნაკრებში ჩაატარა 70 მატჩი და გაიტანა 7 გოლი. მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტი და ორგზის მონაწილე 1966 და 1970 წლებში, ევროპის 1972 წლის პირველობის ფინალისტი, მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი 1972 წელს. დინამო თბილისის მთვარი მწვრთნელი 1998–1999 წლებში. დინამოელები ვულოცავთ მურთაზ ხურცილავას 80 წლის იუბილეს. ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ მას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024