დინამო თბილისში 29 წლის რუმინელი ნახევარმცველი – დორინ გოგა ჩაირიცხა. გოგა დინამოში 21 ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელმაც ბოლო სეზონი ჰაპოელ რამათ განში გაატარა. დორინ გოგა 2008–2012 წლებში პოლიტექნიკა ტიმიშოარაში თამაშობდა, იმ პერიოდში კი რუმინული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩვენი კლუბის თავკაცი – დუშან უჰრინი იმყოფებოდა.