საქართველოს ეროვნული ნაკრები 14 აგვისტოს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს ქალაქ ასტანაში, ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ჩვენი ქვეყნის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, ჯვაროსანთა რიგებში სამ დინამოელს – გიორგი ლორიას, ელგუჯა გრიგალაშვილს და დავით კვირკველიას უხმო.