• Geo
  • Eng
06.08.2013
6 აგვისტო დინამოს ისტორიაში

 6 აგვისტოს, დინამო თბილისი უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას ბუქარესტში, სტიაუას წინააღმდეგ გამართავს. დინამოელებს 6 აგვისტოს ხუთი შეხვედრა აქვთ გამართული – 3 მატჩი ევროასპარეზზე 2 კი ეროვნულ ჩემპიონატში.

 

ჩვენმა გუნდმა 6 აგვისტოს პირველი ოფიციალური შეხვედრა 1996 წელს გამართა. თბილისელი ფეხბურთელები უეფას თასზე ასპარეზობისას ნორვეგიულ მიოლდეს დაუპირისპირდნენ და მეტოქეს მინიმალური ანგარიშით – 2:1 სძლიეს. მეტოქის კარი კახი გოგიჩაიშვილმა და ალექსანდრე იაშვილმა დალაშქრეს.

 

1998 წლის 6 აგვისტოს თბილისელმა ფეხბურთელებმა ეროვნულ ჩემპიონატში თბილისის არსენალს უმასპინძლეს და მეტოქე ოთხბურთიანი სხვაობით – 5:1 დაამარცხეს. აღნიშნულ მატჩში დუბლი შეასრულა ლევან ხომერიკმა, მეტოქის კარში გატანილი თითო ბურთით კი მიხეილ აშვეთია, გიორგი კიკნაძე და ლევან მელქაძე გამოირჩნენ.

 

2006 წლის 6 აგვისტოს ჩვენმა გუნდმა მორიგი გამარჯვება კვლავ საკუთარ მოედანზე მოიპოვა. დინამოელებმა ეროვნულ ასპარეზზე გორის დილა 6:1 დაამარცხეს. აღნიშნულ მატჩში ჯაბა დვალმა ჰეთთრიქი შეასრულა, დუბლით გამოირჩა სანდრო იაშვილი, ერთი გოლი კი მიხეილ ბობოხიძის ანგარიშზეა.

 

2008 წლის 6 აგვისტოს დინამოელებმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი თბილისში, ბერძნული პანათინაიკოსის წინააღმდეგ გამართეს და მატჩი ფრედ, გატანილი გოლების გარეშე – 0:0 დასრულდა.

 

2009 წლის 6 აგვისტოს კი დინამოელებმა უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა სტუმრად, ცრვენა ზვეზდას წინააღმდეგ გამართეს. აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში მატჩის მესამე წუთზე გაიხსნა, სერბული კლუბის ფეხბურთელმა, დეიან ლეკიჩმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მეტოქის კარი აიღო მათე ვაწაძემაც, თუმცა დინამოელები – 2:5 დამარცხდნენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024