დღევანდელ ვარჯიშამდე ორივე გუნდის მწვრთნელმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.
დუშან უჰრინი – მოგესალმბით ყველას. სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, ძალიან რთული მატჩის მოლოდინში ვართ. ძლიერი გუნდის წინააღმდეგ გვიწევს თამაში. პირველი შეხვედრა შინ 0:2 წავაგეთ, რამდენიმე ფეხბურთელს ორი ყვითელი ბარათი აქვს... შესაბამისად ჯერ–ჯერობით ვერ გადამიწყვეტია ლევან ხმალაძეს და ელგუჯა გრიგალაშვილს ვათამაშებ თუ არა – რთულ თამაშს ველოდებით. ჯერ არ ვიცი პირველი თერთმეტეული როგორი იქნება, ამას ხვალ მატჩის წინ გადავწყვეტ... მართალია თბილისურ მატჩში პენალტის გატანა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ თბილისური მარცხი დავიწყებულია და გუნდი ხვალინდელი დაპირისპირებისთვის მზად არის. პირველ შეხვედრამდე შანსები თუ თანაბარი იყო, ამჯერად უპირატესობას სტიაუას მხარესაა, ვხვდებით, რომ ძნელი იქნება, თუმცა აქ მოსაგებად ვართ ჩამოსულნი. შეხვედრის პირველივე წუთებიდან თამაშს ნამდვილად არ გავხსნით...
ლაურენციუ რეგეკამპფი – ჩვენთვის ხვალინდელი შეხვედრა გაცილებით რთული იქნება ვიდრე თბილისში ჩატარებული მატჩი, ვინაიდან დინამოს არაერთხელ დაუმტიცებია, რომ მეტოქეთათვის საკმაოდ სახიფათო და საშიში გუნდია. დინამოში ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. მართალია პირველი მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 2:0 დასრულდა, თუმცა ჩვენ ამ რეზულტატისთვის მთლიანად დახარჯვა მოგვიწია.