ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა დინამოელებმა სტუმრად, ბუქარესტში ადგილობრივი სტიაუას წინააღმდეგ გამართეს. დუშან უჰრინის გაწვრთნილმა გუნდმა გასვლითი მატჩი ფრედ – 1:1 დაასრულა. ანგარიში დაპირისპირების მექვსე წუთზე იასმინ ლატოვლევიჩმა გახსნა. ჩვენმა ფეხბურთელებმა ანგარიშში წონასწორობა შეხვედრის 48–ე წუთზე აღადგინეს, კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი დინამოს ესპანელმა ლეგიონერმა, უსტარიცმა თავური დარტყმით მეტოქის კარში გადაგზავნა – 1:1
ორი მატჩის ჯამში ჩვენი გუნდი რუმინულ კლუბთან 1:3 დამარცხდა, თუმცა ამით ევროსეზონი არ დასრულებულა, დინამოელები ასპარეზობას უეფას ევროპის ლიგაზე განაგრძობენ. დინამოელები ევროპის ლიგის ფლეი–ოფის მეტოქეს 9 აგვისტოს, უეფას შტაბ–ბინაში გასამართი წილისყრის შემდეგ შეიტყობენ.
სტიაუა 1:1 დინამო
გოლები: 1:0 ლატოვლევიჩი 6’ 1:1 უსტარიცი 48’
სტიაუა: ტეტერუშანუ, შუკალა (გარდოში 46’), ლატოვლევიჩი, კირიკეში, პინტილი (სტანჩუ 46’), ტანესე, გეორგიევსკი, ბოურჩანუ, იანკუ (პრეპელიცა 56’), პიოვაკარი, პოპა
დინამო: ლორია, ხმალაძე, კვარაცხელია, სეთურიძე, მერებაშვილი, პაპავა (გოგა 60’), ჩისკო, დვალი (ვუო 68’), უსტარიცი, გრიგალაშვილი, კვირკველია
გაფრთხილება: იანკუ, პოპა – ხმალაძე, სეთურიძე, ვუო. გოგა