• Geo
  • Eng
09.08.2013
დუბლებმა სეზონი გამარჯვებით დაიწყეს

უმაღლესი ლიგის დუბლშემადგენლობათა გათამაშების პირველი ტურის შეხვედრა დინამოელებმა ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის მოედანზე, ზესტაფონის საფეხბურო კლუბის წინააღმდეგ გამართეს. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა საიუბილეო გათამაშების სასტარტო ტურში მეტოქეს სამბურთიანი სხვაობით – 5:2 სძლია და სეზონი სამი ქულით დაიწყო.

 

შეხვედრა დინამოელების სათამაშო უპირატესობით წარიმართა. მატჩის მეცხრე წუთზე თბილისელ ფეხბურთელებს ანგარიშის გასხნის საშუალებაც ჰქონდათ, თუმცა ხელსაყრელი პოზიციიდან ბუდუ ზივზივაძემ ზუსტი თავური დარტყმის შესრულება ვერ მოახერხა. დაპირისპირების 21–ე წუთზე ჩვენი გუნდი გაშვებული გოლისგან მეკარემ, ტარიელ ხაინდრავამ იხსნა, რომელმაც გიორგი ჭანკოტაძის დარტყმული კუთხურზე მოიგერია. ანგარიში ზესტაფონელმა ფეხბურთელებმა 21–ე წუთზე გახსნეს, გოლი თორნიკე გრიგალაშვილმა გაიტანა – 0:1. დედაქალაქელ ფეხბურთელებს ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი 24–ე წუთზე ჰქონდათ. საბა ლობჟანიძის დარტყმული სტუმართა კიპერმა, კახაბერ მეშველიანმა მოიგერია, დამატებაზე კლავ ბუდუ ზივზივაძეს შეეძლო გოლის გატანა, თუმცა მისი დარტყმული მეტოქის კარს ასცდა. შეხვედრის 36–ე წუთზე ანგარიშში თანაფარდობა საბა კვერნაძემ აღადგინა – 1:1 და პირველი ტაიმი საყაიმო ანგარიშით დასრულდა.

 

ვასილ მაისურაძის შეგირდებმა მეორე ნახევარი კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს. ბუდუ ზივზივაძის ზუსტი თავური დარტყმის შემდეგ, 55–ე წუთზე დინამოელები დაწინაურდნენ – 2:1. მატჩის 64–ე წუთზე საბა კვერნაძემ დუბლი შეასრულა და ანგარიშში სხვაბა ორამდე გაზარდა – 3:1. დაპირისპირების 67–ე წუთზე სტუმართა სასარგებლოდ დანიშნული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა გოლად ნიკა შალამბერიძემ აქცია და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა – 3:2. მატჩის 76–ე წუთზე არჩილ მესხმა მეტოქის კარის აღება შეძლო – 4:2. დღევანდელი შეხვედრის საფინალო ანგარიში კი გაგა მურცხვალაძემ 77–ე წუთზე დააფიქსირა – 5:2 და დინამოელებმა სეზონი გამარჯვებით დაიწყეს.

 

 

დინამო თბილისი 5:2 ზესტაფონი

გოლები: 0:1 გრიგალაშვილი 21’

1:1 კვერნაძე 36’

2:1 ზივზივაძე 55’

3:1 კვერნაძე 64’

3:2 შალამბერიძე 67’ (პენ.)

4:2 მესხი 76’

5:2 მურცხვალაძე 77’

 

დინამო: ხაინდრავა, სარიშვილი, თევაძე, მელიქიძე (ნემსაძე 37’), სამხარაძე, ჭეჭელაშვილი, კიტოვანი (გოროზია 71’), ლობჟანიძე (ვეკუა 79’), კვერნაძე, ზივზივაძე (მურცხვალაძე 65’), მესხი (წილოსანი 76’)

 

ზესტაფონი: მეშველიანი, გრიგალაშვილი (ჯიქიძე 46’), შალამბერიძე, რობაქიძე, ახალაძე (კუპრაშვილი 55’), გოგია (ვაჭარაძე 71’), ჭანკოტაძე, მაკარიძე, კვარაცხელია (ჩუბინიძე 28’), ლაშხია (ეგუტიძე 20’), მიქელთაძე

 

გაფრთხილება: სამხარაძე, ლობჟანიძე, გოროზია – კუპრაშვილი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024