დინამო თბილისის აკადემიის 2001 წელს დაბადებულთა გუნდი თურქეთში გასამართი საერთაშორისო ტურნირისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს, სულიკო დავითაშვილის შეგირდებმა მორიგი სპარინგი გორის დილას გუნდთან გამართეს და მეტოქეს 16:0 სძლიეს. მეტოქის კარში 4 გოლი გაიტანა ლომთაძემ, 3 ბურთი გაიტანეს დავითაშვილმა და გაგუამ, 2 გოლი გაიტანა მოისწრაფიშვილმა, თითო გატანილი გოლით კი ქველაძე, ბოგვერაძე, კვარაცხელია და მაღალდაძე გამოირჩნენ.
მოზარდმა დინამოელებმა დღევანდელი მატჩი შემდეგი შემადგენლობით ჩაატარეს:
ხარშილაძე, კვარაცხელია, მექვაბიშვილი, ჭავჭანიძე, ბოგვერაძე, მაღალდაძე, დავითაშვილი, მოისწრაფიშვილი, გაგუა
შეცვლაზე შემოვიდნენ: ლომთაძე, ქველაძე, აზაროვი, გოდერძიშვილი, ქაჯაია