დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის 21-ე ტურის შეხვედრა შედგა, რომელშიც დინამომ ტორპედოს უმასპინძლა. ქართული დერბი ტრადიციულად დაძაბულად წარიმართა. ანგარიში მატჩის 29-ე წუთზე ნიკა ნინუამ გახსნა. 35-ე და 42-ე წუთებზე კი მომო იანსენმა ორი გოლი გაუტანა დედაქალაქელებს და როგორც შემდეგომში აღმოჩნდა საფინალო ანგარიშიც 1-2 დააფიქსირა. ანგარიშში ცვლილება მატჩის ბოლო წუთზე თორნიკე ოქრიაშვილს შეეძლო, თუმცა პენალტი შედეგიანად ვერ შეასრულა და შეხვედრაც დასრულდა.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი