თურქეთის ქალაქ ანთალიაში ლუკოილის ბავშვთა ჩემპიონთა თასის გათამაშება ტრიუმფით დაასრულა დინამოს აკადემიის 2001 წელს დაბადებულთა გუნდმა. სულიკო დავითაშვილის შეგირდებმა მეოთხე თამაში გამართეს ბაქოს ინტერის წინააღმდეგ და მეტოქეს 5:0 სძლიეს – დინამოელებმა ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულეს. შესაბამისად ჩვენი გუნდი სექტემბერში ბულგარეთში, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ სტადიაზე იასპარეზებს.
მოზარდმა დინამოელებმა დღევანდელი მატჩი შემდეგი შემადგენლობით ჩაატარეს:
ხარშილაძე, კვარაცხელია, მექვაბიშვილი, ჭავჭანიძე, ბოგვერაძე, მაღალდაძე, დავითაშვილი, მოისწრაფიშვილი, გაგუა
შეცვლაზე შემოვიდნენ: აზაროვი, თვალოძე, ქაჯაია, ქველაძე, ლომთაძე, გოდერძიშვილი
ტურნირირს საუკეთესო ფეხბურთელად დინამოელი დავითაშვილი დასახელდა, საუკეთესო ნახევარმცველად კი მოისწრაფიშვილი აღიარეს.