საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის XXV გათამაშების მეორე ტურის მატჩი დინამოელებმა გასვლაზე, დილას წინააღმდეგ გამართეს. ქვეყნის ჩემპიონისა და ვიცე–ჩემპიონის დაპირისპირება საყაიმო ანგარიშით, ფრედ – 1:1 დასრულდა.
ანგარიში შეხვედრის 16–ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. გოლი გრიგოლ დოლიძემ გაიტანა. დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა წონასწორობა 31–ე წუთზე აღადგინეს, მეტოქის კარი ჯაბა დვალმა დალაშქრა.
დილა 1:1 დინამო
გოლები: 1:0 დოლიძე 16’ 1:1 დვალი 31’
დილა: რევიშვილი, თომაშვილი, ალადაშვილი (ბოლქვაძე 72’), მაისურაძე (გორელიშვილი 69’), ილურიძე, ღონღაძე, კვახაძე, ხიზანეიშვილი, გვალია (გაბაშვილი 83’), გურული, დოლიძე
დინამო: ლორია, გლიშიჩი, ხმალაძე, კვარაცხელია, მერებაშვილი (კვირკველია 82’), პაპავა, ჩისკო (ვუო 88’), დვალი (გოგა 67’), უსტარიცი, გრიგალაშვილი, ხურცილავა
გაფრთხილება: მერებაშვილი, კვარაცხელია – ალადაშვილი, რევიშვილი