• Geo
  • Eng
18.08.2013
დუბლებმა გორში იმარჯვეს

უმაღლესი ლიგის დუბლშემადგენლობათა გათამაშების მეორე ტურის შეხვედრა დინამოელებმა სტუმრად, გორის დილას წინააღმდეგ გამართეს და მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით – 3:1 სძლიეს.

 

მატჩი მასპინძელთა იერიშებით დაიწყო. გორელ ფეხბურთელებს ანგარიშის გახსნის საშუალება მეშვიდე წუთზე შეეძლოთ, აკაკი სირბილაძის დარტყმული ბურთი ლევან ტყეშელაშვილმა ლამაზ ნახტომში მოიგერია. დაპირისპირების მეათე წუთზე დინამოელთა კონტრშეტევას გოლი მოჰყვა. კვერნაძე–მესხი–ზივზივაძის კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა, რომელმაც მეურვეს დასწრებაზე თამაშისას აჯობა – 1:0 დინამოელთა სასაგრებლოდ. გორელმა ფეხბურთელებმა ანგარიშში თანაფარდობა 19–ე წუთზე აღადგინეს, გოლი მეკარესთან პირისპირ გასულმა აკაკი სირბილაძემ გაიტანა – 1:1.

 

მეორე ტაიმი დინამოელებმა ბევრად უფრო აქტიურად დაიწყეს და მეტოქის კართან სახიფათო მომენტებიც მრავლად იქმნებოდა. თბილისელმა ფეხბურთელებმა სათამაშო უპირატესობა ანგარიშში 50–ე წუთზე ასახეს, ჭიაბერ ჭეჭელაშვილის შორეული დარტყმული მეტოქის კარის ბადეში გაეხვა – 2:1. დაპირისპირების საფინალო ანგარიში 73–ე წუთზე დაფიქსირდა. დილას კარში გოლი საბა კვერნაძემ გაიტანა – 3:1. ვლადიმერ გოჩაშვილის დამოძღვრილმა გუნდმა მორიგი სამი ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.

 

დილა 1:3 დინამო

გოლები: 0:1 ზივზივაძე 10’ 1:1 სირბილაძე 19’ 1:2 ჭეჭელაშვილი 50’ 1:3 კვერნაძე 73’

 

დილა: ლეგაშვილი, ტიტვინიძე, გაგნიძე, დრიაევი, ვალტერ ხორგუაშვილი, პავლე ხორგუაშვილი, ნოზაძე (ნასუაშვილი 74’), გაბაშვილი (ლომიძე 50’), სირბილაძე, დიასამიძე (ტაბატაძე 63’), ახალკაცი (წიბარიძე 46’)

 

დინამო: ტყეშელაშვილი, კაკაბაძე, გიორგი ლობჟანიძე, მელიქიძე, სამხარაძე, კიტოვანი, ჭეჭელაშვილი (ჯაფიაშვილი 77’), საბა ლობჟანიძე (გოროზია 63’), კვერნაძე, ზივზივაძე ურჩუხაშვილი 90’), მესხი (წილოსანი 56’)

 

გაფრთხილება: ვალტერ ხორგუაშვილი, ნოზაძე – გიორგი ლობჟანიძე, კვერნაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024