• Geo
  • Eng
18.08.2013
პირველი მატჩი საქართველოს სახელით

20 წლის წინ ქართული ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი თამაში ჩატარდა. დინამო თბილისმა, როგორც სუვერენული ქვეყნის წარმომადგენელმა, პირველად იასპარეზა ევროთასებზე. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრაში დინამომ ჩრდილოეთ ირლანდიურ ლინფილდს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

შოთა არველაძემ შეხვედრის მე- 7 წუთზე პირველი გოლი გაიტანა ლამონტის კარში. 56- ე წუთზე ჯონსტონმა გაათანაბრა ანგარიში, თუმცა 10 წუთში გელა ინალიშვილმა კიდევ ერთხელ აიღო ბელფასტელთა კარი და დინამომ 2:1 იმარჯვა.

გოლები: 1:0 შ. არველაძე 7’  1:1 ჯონსტონი 56’  2:1 ინალიშვილი 66’

გაფრთხილება: ჯონსტონი 62’ ლამონტი 72’

რეფერი: ერმან ტოროღლუ (თურ)

დინამო: ზოიძე, ლობჟანიძე, ნემსაძე, შელია, ინალიშვილი, ყაველაშვილი (ანჩაბაძე 81), ა. არველაძე, ჯამარაული, რ. არველაძე, ქინქლაძე, შ. არველაძე

მწვრთნელი: გივი ნოდია

ლინფილდი: ლამონტი, დორნანი, ისტონი, დოჰერტი, მაკ კონელი, პიბლისი, მაკ კუში, გორმანი, ჯონსტონი, ჰეილოკი (ბიტი 52), ბეილი

მწვრთნელი: ტრევორ ანდერსონი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024