• Geo
  • Eng
22.08.2013
დინამო 0:5 ტოტენჰემი

უეფას ევროპის ლიგის ფლეი–ოფის პირველი შეხვედრა დინამოელებმა საკუთარ მოედანზე ტოტენჰემ ჰოთსპურის წინააღმდეგ გამართეს და ანგარიშით 0:5 დამარცხდნენ. ანგარიში შეხვედრის მეთორმეტე წუთზე ტაუნსენდმა გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს, 44–ე წუთზე კი ანგარიშში სხვაობა ორამდე პაულინიომ გაზარდა.

მეორე ნახევარში სტუმრებმა კიდევ სამი გოლი გაიტანეს. 58–ე წუთზე ანგარიშში სხვაობა სამბურთამდე სოლდადომ გაზარდა. 65–ე წუთზე თავისი გოლი გაიტანა როუზმაც. საფინალო ანგარიში კი სოლდადომ 67–ე წუთზე დააფიქსირა.

 

დინამო 0:5 ტოტენჰემი

გოლები: 0:1 ტაუნსენი 12’ 0:2 პაულინიო 44’ 0:3 სოლდადო 58’ 0:4 როუზი 65’ 0:5 სოლდადო 67’

 

დინამო: ლორია, გველესიანი, ძარია (გოგა 82’), გლიშიჩი (პაპავა 46’), კვარაცხელია, მერებაშვილი, ჩისკო (ვუო 42’), დვალი, გრიგალაშვილი, ხურცილავა, კვირკველია

 

ტოტენჰემი: ლორისი, კაბული, ნოტონო, დაუსონი, როუზი, პაულინიო (კეროლი 71’), ტაუნსენსი, დემბელე, სიგურდსონი (ჩადლი 61’), სოლდადო (კეინი 72’), კაპუე

 

გაფრთხილება: ხურცილავა, გველესიანი – როუზი, დემბელე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024