• Geo
  • Eng
21.08.2013
ტოტენჰემის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ხვალ, 22 აგვისტოს დინამო თბილისი ევროპის ლიგის ფლეი–ოფის შეხვედრას ტოტენჰემის წინააღმდეგ გამართავს. დღეს დინამო არენის მედია დარბაზში ტოტენჰემის მატჩისწინა პრეფკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტთა წინაშე გუნდის პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი – ანდრე ვილაშ–ბოაში და იუნეს კაბული წარსდგნენ.

 

იუნეს კაბული – ჩვენი მეტოქის შესახებ ბევრ ინფორმაციას არ ვფლობთ, თუმცა ვფიქრობ რომ კარგი გუნდი იყოს. ტურნირის ამ სტადიაზე მოხვედრილ გუნდთან თამაში ადვილი ნამდვილად არ იქნება. რა საკვირველია ორივე გუნდს ძალზედ სურს ჯგუფურ ეტაპზე თამაში, მაგრამ ჩვენ აქ იმისთვის ვართ ჩამოსული რომ შინ დადებითი რეზულტატით დავბრუნდეთ და დარწმუნებულნი ვართ საკუთარ შესაძლებლობებში. პროფესიონალები ვართ, ყველა თამაშს სერიოზულად ვუდგებით და ყველა მეტოქეს სათანადოდ ვაფასებთ.

 

ანდრე ვილაშ–ბოაში – ამ სეზონში ეს ჩვენი მეორე ოფიციალური თამაშია. დინამოს წინააღმდეგ თუ რა ტაქტიკით ვითამაშებთ ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია. დინამო – სტიაუას დაპირისპირების ორივე მატჩი ვნახე, შემდეგ კი ჩვენ სკაუტი გვყავდა გამოგზავნილი დინამოს თამაშზე და დაახლოებით გვაქვს წარმოდგენა როგორ თამაშობენ. დინამოს კარგად გამოსდის კონტრშეტევების განოხრციელება. აკადემიკაში მუშაობისას ჩემ გუნდში ირიცხებოდა პატრიკ ვუო, რომლის შესაძლებლობებიც ჩემთვის მეტ–ნაკლებად ცნობილია. ასევე მინდა გამოვყო დინამოელი ჩისკო, რომელიც საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელია. დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ მეცოდინება დაახლოებითი მონახაზი, თუ როგორ ვითამაშებთ ხვალ. დინამოს წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ აარონ ლენონი, იან ვერტონგენი და გარეტ ბეილს – მათ ჯერ კიდევ ტრავმები აქვთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024