დღეს, დინამო თბილისის აკადემიის 2003 წელს დაბადებულთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც კახა გოგოლაძე გახლავთ, ბენდელა–საბურთალოს დიდი ანგარიშით – 6:1 სძლია. მეტოქის კარში ორი გოლი ბაბლუანმა გაიტანა, თითო გოლი კი კერესელიძემ, წერეთელმა, სიჭინავამ და მინაშვილმა შეაგდეს.
მოზარდმა დინამოელებმა თამაში შემდეგი შემადგენლობით დაიწყეს:
ადეიშვილი, ოდიშვილი, ქავთარაძე, ბაშარული, სიხარულიშვილი, გუგუტიშვილი, ბოგველი, სიჭინავა, ბაბლუანი
შეცვლაზე შევიდნენ: შურღაია, დიხამინჯია, ფიფია, თარგამაძე, მინაშვილი