• Geo
  • Eng
11.01.2023
დინამო თურქეთშია

დინამო თბილისი დღეს თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა და ლარაში სასტუმრო Royal Seginus-ში დაბინავდა. გუნდი დაისვენებს, საღამოს მსუბუქად ივარჯიშებს, ხვალიდან კი აქტიურად განაგრძობს ახალი სეზონისთვის მზადებას.

 

შეგახსენებთ, რომ დინამოელები შეკრებას ბელეკში ორ ეტაპად გაივლიან და ამხანაგურ მატჩებს გამართავენ. დეტალური ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ ბმულზე.

 

თურქულ შეკრებაზე გიორგი ჭიაბრიშვილმა 26 ფეხბურთელი წაიყვანა:

 

მეკარეები: დათო კერესელიძე, ლუკა კუტალაძე და მიხეილ მაქაცარია.

მცველები: ჯიმი ტაბიძე, საბა ხვადაგიანი, ნიკა მალი, ალექსანდრე კალანდაძე, ლუკა ლაცაბიძე, ნიკა უგრეხელიძე, დავით კობოური და გიორგი მაისურაძე.

ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი, ლევან ოსიყმაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი მოისწრაფიშვილი, თორნიკე კირკიტაძე, უსმანე კამარა, ბარნს ოსეი, იმრან ულად ომარი, ლუკა პარკაძე, ვაგნერ გონსალვეში და ლაშა ოდიშარია.

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე, სტანისლავ ბილენკი, ზორან მარუშიჩი და ჯადული იობაშვილი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024