საქართველოს ახალგაზრული ნაკრები 2 და 9 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრებს გამართავს. შესაბამისად ლუქსემბურგისა და სლოვაკეთის ნაკრებების წინააღმდეგ. ჯვაროსნების თავკაცმა– ალექსანდრე ჩივაძემ ნაკრების შემადგენლობაში ჩვენი გუნდის ნახევარმცველი – გიორგი პაპავა გამოიძახა.
ასევე 21 წლამდე ნაკრებში მიწვეულნი არიან დინამოს ექიმი– მერაბ ვაძუკაშვილი და ფიზიოთერაპევტი– ირაკლი ხუციშვილი.