• Geo
  • Eng
02.09.2013
გურია 2:1 დინამო

დღეს ქობულეთში ჩელე არენაზე, საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრა გაიმართა. ლანჩხუთის გურიამ დინამო თბილისს უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 2:1 დაამარცხა ჩვენი გუნდი. აღსანიშნავია, რომ დინამო თბილისის შემადგენლობაში სხვადასხვა მიზეზის გამო ძირითადის რვა ფეხბურთელი არ იმყოფებოდა.

შეხვედრა დინამოელთა უპირატესობით დაიწყო და მატჩის დებიუტში თბილისელებმა 4 საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა ვერ მოახერხეს მეტოქის კარის აღება. პირველი ნახევრის ბოლო წუთზე მასპინძელთა შეტევა ვილი ისიანმა დაასრულა გოლით. მატჩის 74- ე წუთზე ალექსანდრე შენგელიამ მეორე გოლი გაიტანა დინამოელთა კარში. გიორგი მერებაშვილმა 85- ე წუთზე ერთი საპასუხო გოლი გატანა და შეხვედრაც ანგარიშით 2:1 დასრულდა.

გურია 2:1 დინამო

გოლები: 1:0 ისიანი 45’  2:0 შენგელია 74’  2:1 მერებაშვილი 85’

გაფრთხილება: ჩუენსუ 21’ გველესიანი 44’ ისიანი 45’ ვუო 50’ ლექვთაძე 60’ კოშკაძე 75’ ჩუენსუ 90’ შინდაგორიძე 90’

დინამო: ზარქუა, გველესიანი, ხოჭოლავა (შინდაგორიძე 83), გლიშიჩი, ხმალაძე, კვარაცხელია, სეთურიძე, მერებაშვილი, ხურცილავა, ვუო (ლექვთაძე 58), გოგა (მიქაბერიძე 75)

გურია: ბობღიაშვილი, კუკულაძე (შენგელია 52), ჩუენსუ, შალამბერიძე, იობაშვილი, ჩიკვილაძე, ჯიშკარიანი, ჯოჯუა (ჭეიშვილი 85), კილაძე (დარჩიძე 67), კოშკაძე, ისიანი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024