საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის II ტურის შეხვედრაში დინამო–2 ქობულეთის შუქურას მასპინძლობდა. მატჩი ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიის მოედანზე გაიმართა. მეტად დაძაბული და უხვგოლიანი დაპირისპირება ჩვენი გუნდის მარცხით – 3:4 დასრულდა.
ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა ფეხბურთელებმა ანგარიში შევედრის პირველივე წუთზე გახსნეს. მეტოქის კარის მიმართულებით პირველივე დარტყმული გოლით დასრულდა, გატანილი ბურთი დინამოელთა კაპიტანმა, ბიძინა მახარობლიძემ საკუთარ აქტივში მიითვალა – 1:0. შეხვედრის 24–ე წუთზე ჩვენი ფეხბურთელების სათამაშო უპირატესობა ანგარიშშიც აისახა. შუქურას მეკარესთან პირისპირ გასულმა ვაჟა მათიაშვილმა მახვილი კუთხიდან შედეგიანად დაარტყა – 2:0. დაპირისპირების 31–ე წუთზე დინამოელებმა სწრაფი კონტრშეტევა გატანილი ბურთით დაასრულეს. კაკაბაძე–რუხაძე–მათიაშვილის კომბინაციას ამ უკანასკნელის გოლით მოჰყვა – 3:0. შეხვედრის 36–ე წუთზე სტუმართა ვეტერანმა ფორვარდმა, მიხეილ კაკალაძემ ერთი ბურთი გაქვითა – 3:1, გუნდები შესვენებაზე ამ ანგარიშით გვიდნენ.
მეორე ნახევარი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს. 48–ე წუთზე ქობულეთელმა ფეხბურთელებმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, გოლი გიორგი ჩელებაძემ გაიტანა 3:2. შუქურას ფეხბურთელებმა მატჩის 64–ე წუთზე ანგარიშში თანაარდობის აღდგენა შესძლეს, კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ვლადიმერ შეროზიას მიუვიდა, რომელსაც ზუსტი დარტყმის შესრულება არ გასჭირვებია – 3:3. შეცვლაზე შემოსულმა ზაზა ტუღუშმა შეხვედრის 68–ე წუთზე საკუთარი გუნდი დააწინაურა – 3:4. მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებში ანგარიშის გათანაბრება და ქულის გადარჩენა შეეძლო ბუდუ ზივზივაძეს, რომლის დარტყმულიც სტუმართა კიპერმა – თეიმურაზ კაკალაძემ მოიგერია.
დინამო–2 3:4 შუქურა
გოლები: 1:0 მახარობლიძე 1’ 2:0, 3:0 მათიაშვილი 24’ 31’ 3:1 მ. კაკალაძე 36’ 3:2 ჩელებაძე 48’ 3:3 შეროზია 64’ 3:4 ტუღუში 68’
დინამო–2: ტყეშელაშვილი, შერგელაშვილი, მელიქიძე (სამხარაძე 61’), თევზაძე, კაკაბაძე, გვაზავა, მახარობლიძე, კიტოვანი, ოთარაშვილი (მესხი 63’), რუხაძე (ზივზივაძე 76’), მათიაშვილი
შუქურა: თეიმურაზ კაკალაძე, ტაკიძე, ბაჯელიძე, მალანია, მახარაძე, მამულაძე (ტუღუში 37’), ბრაჭული, მაჭავარიანი (გერმოსაშვილი 65’), შეროზია, მიხეილ კაკალაძე, ჩელებაძე
გაფრთხილება: კიტოვანი – ბაჯელიძე