უმაღლესი ლიგის დუბლშემადგენლობათა გათამაშების მეთერთმეტე ტურის შეხვედრა დინამოელებმა სტუმრად, რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ გამართეს. ფოლადის სტადიონზე შემდგარი დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით – 3:1 დასრულდა.
შეხვედრის პირველი წუთები დინამოელთა უპირატესობით წარიმართა და მატჩის მეხუთე წუთზე ჩვენმა ფეხბურთელებმა მეტოქის კარის აღებაც მოახერხეს. რუსთაველთა კარში გოლი მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა დავით ხოჭოლავამ გაიტანა – 0:1. პირველი ტაიმის მიწურულს, შეხვედრის 40–ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიშში თანაფარდობა აღადგინეს. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან დინამოელთა საჯარიმოში გაკეთებულ გამჭოლ გადაცემას რუსთაველთა ცხრა ნომერი, ბექა ოქროპირიძე გამოეხმაურა და მეკარისთვის დაუცველ კუთხეში დაარტყა – 1:1.
მეორე ტაიმის დებიუტი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. სახიფათო მომენტები ორივე კართან ხშირად იქმნებოდა. რუსთაელმა ფეხბურთელებმა შეხვედრის 67–ე წუთისთვის მოპოვებული სათამაშო უპირატესობა ანგარიშში ასახეს. მასპინძელთა რიგებიდან გოლი კვლავ ბექა ოქროპირიძემ გაიტანა – 2:1. შეხვედრის საფინალო ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დაფიქსირდა, მეტალურგიდან გატანილი გოლით დავით ჩიგოგიძე გამოირჩა – 3:1.
მეტალურგი 3:1 დინამო
გოლები: 0:1 ხოჭოლავა 5’
1:1 ოქროპირიძე 40’
2:1 ოქროპირიძე 67’
3:1 ჩიგოგიძე 90+2’
მეტალურგი: შერმადინი, საჯაია, მიქაუტაძე (ბერიძე 74’), დვალაშვილი, კაკულია, ექვთიმიშვილი, ჯავახიშვილი (კიტეიშვილი 62’), ოქროპირიძე (ლომიძე 80’), ხაბელაშვილი (ჩიგოგიძე 81’), გოგინაშვილი, ბებია
დინამო: ზარქუა, კაკაბაძე, ჯაფიაშვილი, გურეშიძე, სამხარაძე, კახნიაშვილი (მაჭავარიანი 46’), შინდაგორიძე (შინდაგორიძე 72’), ჭეჭელაშვილი, ხოჭოლავა (წილოსანი 50’) (მესხი 67’), პაპუნაშვილი, ლექვთაძე
გაფრთხილება: ოქროპირიძე 23’, გოგინაშვილი 23’ ექვთიმიშვილი 41’