დღეს დინამოს მეორე შემადგენლობამ, რომელიც მოსამზადებელ მეორე ეტაპს ანტალიაში გადის, პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდს მეტოქეობა ბულგარეთის უმაღლესი ლიგის გუნდმა - სეპტემვრი სოფიამ გაუწია.
მატჩი თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მთლიანად დინამოელთა უპირატესობით წარიმართა, მათივე გამარჯვებით 1-0 დასრულდა და რომ არა რამდენიმე დამიგვირგვინებელ ეპიზოდში დაშვებული უზუსტობა, ანგარიშში სხვაობა უფრო დიდი იქნებოდა. გოლი თბილისელებმა 68-ე წუთზე გაიტანეს. დინამოელთა შეტევას ნიკა ქოქოსაძე ასრულებდა, ბურთი ოთარ აფციაურს მიუვიდა, მან მახვილგონივრულად ქუსლით დაუგორა დიტო ფაჩულიას, რომელმაც ისარგებლა მომენტით და გამარჯვების გოლი გაიტანა. მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას დინამოს მეორე შემადგენლობა 2 თებერვალს ყაზახურ ტობოლთან გამართავს. გუნდების შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ ტობოლი პირველის ნაცვლად მეორე გუნდს გაეჯიბრება.
დინამო-2 1-0 სეპტემვრი სოფია
გოლი: 1-0 ფაჩულია 68’
ფოტოამბავი
დინამო-2: მაქაცარია, გოგოტიშვილი, ლაცაბიძე, ერაძე, გაბიტაშვილი, ჩხეტიანი, უგრეხელიძე, ოდიშარია, პარკაძე, მორჩილაძე, გოცირიძე
მეორე ტაიმი: საური, გოგნაძე, სალუქვაძე, იაკობიძე, ბოევი, აფციაური, გოგობერიშვილი, სიხარულაშვილი, ბარათელია, ფაჩულია, ქოქოსაძე