დინამო თბილისის და სპარტაკის ხვალინდელ შეხვედრას, რომელიც დინამო არენაზე გაიმართება, გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ზ. მენთეშაშვილი და დ. ჩიგოგიძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი გიორგი ვადაჭკორია შეასრულებს.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით ეროვნულ ჩემპიონატში გოგა კიკაჩეიშვილმა უკანასკნელად გასული წლის 27 ოქტომბერს იმსაჯა. დინამოელებმა დინამო არენაზე ზესტაფონს უმასპინძლეს და მეტოქეს 2:1 სძლიეს. აღნიშნულ შეხვედრაში გოგა კიკაჩეიშვილმა დინამოელები ორჯერ გააფრთხილა ზესტაფონელებს კი თითო წითელი და ყვითელი ბარათი უჩვენა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის გოგა კიკაჩეიშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
გოგა კიკაჩეიშვილი
დაბადების თარიღი: 1991 წლის 31 აგვისტო
===========================================
უმაღლესი ლიგა - 13 თამაში / 44 ყვითელი / 2 წითელი / 3 პენალტი
პირველი ლიგა – 34 თამაში / 137 ყვითელი / 15 წითელი / 14 პენალტი
საქართველოს თასი - 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი