• Geo
  • Eng
27.04.2013
დილა 0:1 დინამო

უმაღლესი ლიგის XXIX ტურის შეხვედრა დინამოელებმა სტუმრად, გორში, ადგილობრივ დილასთან გამართეს. დუშან უჰრინის შეგირდებმა უახლოეს მდევარსა და უშუალო კონკურენტს მათსავე მოედანზე 1:0 სძლიეს. გამარჯვების გოლი 87–ე წუთზე ჩვენი გუნდის ესპანელმა ლეგიონერმა, მიკელ ალვარო სალაზარმა გაიტანა.

დღევანდელი გამარჯვებით დინამოელებმა 29 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 69 ქულას მოუყარეს თავი და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდნენ. გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე დედაქალაქელები უახლოეს მდევარს 7 ქულით ასწრებენ

 

დილა გორი 0:1 დინამო თბილისი

გოლი: მიკელ ალვარო 87’

 

დილა: შეყრილაძე, კვირკველია, თომაშვილი (ილურიძე 85’), მოდებაძე, ნათან ჟუნიორი, ლეონარდო რამოსი (გორელიშვილი 81’), გვალია (არზიანი 71’), ალადაშვილი, კვახაძე, მაისურაძე, გოგუა

 

დინამო: ლორია, კვარაცხელია, სეთურიძე, გველესიანი, გლიშიჩი, ძარია, ხმალაძე, მერებაშვილი (კოტო 83’), გრაიციარი, დვალი (ტატანაშვილი 90’), ალვარო (პაპავა 90’)

 

გაფრთხილება: გვალია – გლიშიჩი, მიკელ ალვარო

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024