• Geo
  • Eng
30.06.2013
დინამო 0:1 კრასნოდარი

ავსტრიული შეკრების ბოლო, რიგით მეოთხე სპარინგი დინამოელებმა დღეს, რუსეთის პრემიერლიგის წარმომადგენელთან, კრასნოდართან გამართეს. შეხვედრა ორმხრივ შეტევებში წარიმართა და სახიფათო მომენტები როგორც ერთი, ისე მეორე გუნდის კართან ხშირად იქმნებოდა. დაპირისპირების მეხუთე წუთზე, კრასნოდარის თავდამსხმელმა, მუსა კონატემ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა. დუშან უჰრინის გაწვრთნილი გუნდი ბოლო სპარინგში მინიმალური ანგარიშით – 0:1 დამარცხდა.

 

დინამო თბილისი 0:1 კრასნოდარი

გოლი: კონატე 5’

 

 

დინამო: ლორია (ზარქუა 46’), ძარია, გლიშიჩი, ხმალაძე (პაპავა 82’), კვარაცხელია (შაშიაშვილი 69’), სეთურიძე, მერებაშვილი (გრიგალაშვილი 67’), ჩისკო (მიქაბერიძე 83), დვალი (ლექვთაძე 46’), უსტარიცი (კვირკველია 57’), გრაიციარი

 

კრასნოდარი: სინიცინი (ლეონოვი 59’), ანჯელკოვიჩი, ისაელი (მოროზოვი 59’), კომანი, პერეირა (ბოლოვი 59’), შიპიცინი (პისელი 68’), სმოლნიკოვი, კონატე, ენჯეიჩეკი, ნახუშევი, ლაბორდე (ჩხაპელია)

 

გაფრთხილება: კვარაცხელია 24' – მოროზოვი 87'

გაძევება: მოროზოვი 90'

 

 

დინამოელთაგან დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ: ლევან ტყეშელაშვილს, გიორგი გველესიანს, სანდრო გურეშიძეს, ოთარ კაკაბაძეს, ლაშა შინდაგორიძეს, დავით ხურცილავას და დავით ხოჭოლავას

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024