დღეს ჩვენი გუნდის ოქროს თაობის ვეტერან მცველს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს და ღირსების ორდენის კავალერს – ნოდარ ხიზანიშვილს 70 წელი შეუსრულდა. იგი დინამოს რიგებში 1973 წლიდან 1982 წლამდე ასპარეზობდა და ჩატარებული აქვს 232 შეხვედრა. არის სსრკ– ს 1978 წლის ჩემპიონი, 1977 წლის ვერცხლისმედალოსანი და სამგზის პრიზიორი (1976 გაზაფხული–შემოდგომა, 1981), 1976 წლის ბროლის თასის მფლობელი და 1981 წლის უეფას ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული. ორჯერ- 1981 და 1982 წლებში დაასახელეს 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის. დინამოელები ვულოცავთ ნოდარ ხიზანიშვილს დაბადების დღეს. ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ.