• Geo
  • Eng
24.01.2023
მეორე გუნდმა სამტრედიას მოუგო და ხვალ თურქეთში გაემგზავრება

დინამო-2 აგრძელებს მომავალი სეზონისთვის მზადებას. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა დღეს დიღმის ბაზაზე ამხანაგური მატჩი უმაღლესლიგელ სამტრედიასთან გამართა და 3-2 დაამარცხა მეტოქე. გოლები იმერელთა კარში საბა გეგიაძემ, დავით გოცირიძემ და ბადრი გოგობერიშვილმა გაიტანეს. დინამოელთა რიგებში სინჯებზე მყოფმა 19 წლის ბულგარელმა მარცხენა მცველმა - ველისლავ ბოევმა ითამაშა, რომელიც მეორე გუნდს თურქულ შეკრებაზეც გაჰყვება და შესაძლოა რომელიმე ამხანაგურ მატჩში პირველი გუნდის ფორმაც მოირგოს.

 

დინამო-2 3-2 სამტრედია

 

დინამო-2: საური, გოგოტიშვილი, ერაძე, დათუაშვილი, ბოევი, ცხოვრებაშვილი, ფაჩულია, სიხარულაშვილი, მორჩილაძე, ჩხეტიანი, ქოქოსაძე

შეცვლაზე შევიდნენ: იობაშვილი, გოგნაძე, ჟივიძე, იაკობიძე, ახალკაცი, გაბიტაშვილი, აფციაური, სიჭინავა, გოგობერიშვილი, თოდუა, კვერენჩხილაძე, ღურწკაია, გეგიაძე, ბარათელია, გოცირიძე

სამტრედია: ბურიჩენკოვი, უბილავა, მირცხულავა, კილასონია, კორიფაძე, ხმალაძე, ექვთიმიშვილი, ზარიძე, ლაღაძე, ნაჭყებია, ჩამბა

 

ფოტომბავი

 

დღევანდელი მატჩით დინამოელებმა თბილისში მზადების ეტაპი დაასრულეს და ხვალ გეზს ანტალიისკენ აიღებენ. თბილისელები თურქეთში 11 თებერვლამდე მოემზადებიან და რამდენიმე ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებენ. გუნდების შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ 2 თებერვალს ყაზახური ტობოლი პირველის ნაცვლად მეორე გუნდს გაეჯიბრება, მანამდე კი 28 იანვარს დინამო-2 ბულგარეთის უმაღლესი ლიგის გუნდს - სეპტემვრი სოფიას შეხვდება. 6 თებერვალს დინამო-2 სერბულ ჟელეზნიჩარს დაუპირისპირდება. კიდევ ერთი მეტოქე ახლო მომავალში გაირკვევა.

 

ვლადიმერ კაკაშვილი შეკრებაზე 25 ფეხბურთელს იახლებს:

ალექსანდრე ლიპარტელიანი, დათო იობაშვილი, მათე საური, თემო გოგნაძე, დათო გოგოტიშვილი, ირაკლი იაკობიძე, ზურა ერაძე, ფირუზ გაბიტაშვილი, გიორგი ჩხეტიანი, რაულ ბარათელია, საბა გეგიაძე, ნიკა სიხარულაშვილი, ნიკა ცხოვრებაშვილი, თორნიკე მორჩილაძე, დიტო ფაჩულია, ბადრი გოგობერიშვილი, დათო გოცირიძე, ნიკა ქოქოსაძე, აჩიკო დათუაშვილი, ოთო აფციაური, დიმა ღურწკაია, ლუკა სალუქვაძე, ტატო ჟივიძე, ველისლავ ბოევი და შოთა კვერენჩხილაძე.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024