• Geo
  • Eng
01.11.2022
მეორე გუნდმა ირაოსაც მოუგო

25-ე ტურის მატჩი დინამოს მეორე შემადგენლობასა და ირაოს შორის თბილისის ზღვის ბაზაზე ძლიერი ქარის თანხლებით წარიმართა.

ანგარიში შეხვედრაში ზუსტი თერთმეტმეტრიანით ჯადული იობაშვილმა პირველივე ტაიმში გახსნა. მანამდე კი დინამოელებმა არაერთი ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს. მეორე ტაიმში სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა დინამოელებმა სათამაშო უპირატესობა საბოლოოდ მაინც გარდასახეს გამარჯვების გოლში, რომელიც მატჩის ბოლოსკენ ნიკა უგრეხელიძემ გაიტანა.

ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი დაგროვილი 58 ქულით ფოთის კოლხეთთან ერთად პირველ-მეორე ადგილს იყოფს. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 5 ნოემბერს ზესტაფონში, ადგილობრივ გუნდთან ჩაატარებს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024