დინამოში ითამაშებს 24 წლის შემტევვი ნახევარმცველი, გიორგი მიქაბერიძე, რომელმაც ბოლო ორი სეზონი რუსთავის მეტალურგის ღირსებას იცავდა.
დინამო თბილისში 25 წლის მარჯვენა მცველი, დავით ხურცილავა ჩაირიცხა, რომელიც უკანასკნელი ოთხი სეზონის მანძილზე ვიტ ჯორჯიაში გამოდიოდა.
გიორგი მიქაბერიძე - დინამო ბრენდია. ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის დიდი პატივია დინამოში თამაში და ცხადია არც მე ვარ გამონაკლისი. ვიმედოვნებ, რომ გუნდის ხელმძღვანელობის იმედების და ნდობის გამართლებას შევძლებ.
დავით ხურცილავა - მოხარული ვარ, რომ დინამომ ჩემს მიმართ ინტერესი გამოიჩინა და მოვხვდი გუნდში. რაც იქნება ჩემზე დამოკიდებული, შევეცდები მაქსიმუმი გვაკეთო, რათა კლუბს წარმატებები მოვუტანო.